+ მართლ მადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება

შეგონება:

* სიკეთის არცოდნა და უარყოფა ერთიდაიგივე ცოდვაა.
* მტერი იმიტომაც უნდა შეიყვარო, რომ მოყვასი უფრო შეგიყვარდეს.
* შემცოდეს აპატიე, მაგრამ განეშორე.
* მტრის შეწყნარებაშიც სიბრძნე თუ არ გამოიჩინე, აღმოჩნდება რომ მტერს ზრდი იქ, სადაც შენი შთამომავლობა უნდა გაზრდილოყო.
* უფალმა კაცობრიობა ერებად დაჰყო იმ მიზეზით,რომ უკეთურებით არ გაერთიანებულიყვნენ, რომ კაცობრიობა შეითქვა უფლის დასაგმობად ბაბილონის გოდოლის აშენებით. დღეს ქრისტეშობიდან ათასობით წლის შმედეგ კი, ისევ ყველა მიისწრაფის ისწავლოს საერთო მსოფლიო ენა.
* მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებას ჩვენი დაცვა არ სჭირდება, ყველას ჩვენი წილი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ოჯახები და საქართველო გვაქვს დასაცავი ჩვენს გულებში. (უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II)
* უგუნური ადამიანები ორ ან მეტ რამეზე საუბრობენ, ისე თითქოს ერთი რამ იყოს, რის გამოც: კამათობენ, ჩხუბებონ და არეულობას ქმნიან.

რა ანგრევს სიკეთეს:
* ყველა აკეთებს და მეც ვაკეთებ, ყველას აქვს და მეც მინდა, ყველამ ნახა და იცის და მეც უნდა ვანხო და ვიცოდე…

* საკუთარი თვის, ოჯახის, ქმედების ცხოვრების მნიშვნელობა დავკარგეთ: რაღა ჩემი შვილი უდნა გამოვიდეს მღვდელი, მოდი ჩემს შვილს კომპიუტერს ვასწავლი და ვისაც თოხი და ბარი უყვარს იმან ის ისწავლოს… მე ფულს ვიშოვი ბუღალტერიის სწავლით და ვისაც ხელოსნობა უნდა იმან ისწვლოს ხელობა… ”მომავალს გაუმარჯოს – ერთი სიგარეტს მომიკიდე, ბავშვი გაუშვი ბირჟაზე ცოტა ქუჩა ისწავლოს”…

* სიგარეტი თუ არ მოვწიეთ, მოკლე კაბა თუ არ ჩვიცვი, თუ ქალებში არ ვიარე, მაშინ მღვდლები და მონაზონები გავხდებით და არ გვინდა (ნელნელა კაბაც შემოკლდება და სიგარეტის წოვა სხვა რამიწ წოვაშიც გადაიზრდება)… არ გამაგონოთ სინდისი, ღმერთი, ძლივს საქმე წინ მიდის არ მინდა რამე დავკარგო ისევ…

სული წმიდის ნიჭის შესახებ 3

www.teodore.ge

სასულიეერო პირი თანამედროვეობაში (გადაცემა)

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება სასულიერო სასწავლებლებში www.sstv.ge (გადაცემა)

ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 7% თვლის, რომ სარწმუნოება და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
მეცნიერება და სარწმუნოება www.sstv.ge (გადაცემა)

ჩარლზ დარვინი ბოლოს მიხვდა თვის შეცდომას და აღიარა ღმერთი, მაგრამ მისი ადრინდელი მოძღვრება გადააკეთეს და გამოიყენეს სექტანტებმა.
მეცნიერება და სარწმუნოება www.sstv.ge (გადაცემა)


არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმოდგენებ:
www.orthodoxy.ge/skhva/arastsori.htm
„არცონდა – არცოდვაა“
„ურწმუნო თომა“
მარიამ მაგდალინელის შესახებ
„რაც გიწერია – არ აგცდება“
„როცა დედა წყევლის, მისი ძუძუები ლოცავენ“
„არ შეიძლება ქორწინება მაისის თვეში“
„თარსი“ რიცხვი 13
„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“
1 წლის ბავშვის დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება.
სხვადასხვა „ნიშნების“ რწმენა
(დაცემინება – „დასტურის ნიშანი“, ყვავის ჩხავილი, დილით მახინჯი ადამიანის შეხვედრა, თვალის ციმციმი – „უბედურების ნიშანი“)
„ბედნიერი“ და „უბედური“ დღეები
„ბედნიერების მომტანი“ წერილები
ჩვილის დაცვა ე.წ. „თილისმებით“
„თილისმები უფროსებისთვის“
„ორშაბათი უიღბლო დღეა“
სარწმუნოებასთან დაკავშირებული ცრურწმენები
თვალის ცემა, მეკვლის ფეხი
მიცვალებულთან დაკავშირებული ცრუ-რწმენები
მოკლედ ჩამოვთვლით, ასევე ჩვენში გავრცელებულ სხვა ცრურწმენებს: შავი კატის გადარბენას უბედურება მოაქვს, არ შეიძლება ოთხშაბათსა და პარასკევს თავის დაბანა და ფრჩხილების მოჭრა, ეშმაკის ხსენებაზე ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო, მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლო დღეს მოასწავებს…
წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „მტერი ამგვარ ადამიანს (ცრუმორწმუნეს) დასცინის, ცრუმორწმუნე ხომ ყველაფერს შიშით შესცქერის: თუკი გამოჩნდა კატა, ძაღლი ან დილით შემოხვდა მარჯვენა თვალით ან ფერდით დაზიანებული, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანი, – ცრუმორწმუნე მას მყისვე ზურგს შეაქცევს და თვალს აარიდებს. რა არის ამგვარ ცხოვრებაზე მეტად უბედური – ყოველივეს ეჭვის თვალით შესცქეროდე და ყველაფერში წინააღმდეგობა დაინახო, მაშინ, როდესაც მორწმუნეს ღვთის ქმნილების ჭვრეტამ სული უფლამდე უნდა აღუმაღლოს?!“

ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გათავისუფლდეს ყველა ამგვარი არასწორი შეხედულებისა და ჩვეულებისაგან.
www.orthodoxy.ge/skhva/arastsori.htm



მართმადიდებლური ქრისტიანული გადაცემები

http://www.youtube.com/user/martlmadidebluri

www.sstv.ge:
ერთსულოვნების სალონი:
დიდ ხარ შენ უფალო:
ქრისტიანული სწავლება:
აქტუალური თემა:
და სხვა უკეთესი გადაცემები…


რისთვის მიმატოვე, ადამიანო?
მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;
მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;
მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;
მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;
მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;
მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;
და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.


ანბანი მართლმადიდებლობისა
ორნაირი კატეგორიის ადამიანის შესახებ (მესამე კატეგორია არ არსებობს).
დაიბეჭდა ხევისა და სტეფანწმინდის ეპისკოპოსის პეტრეს ლოცვა-კურთხევით
თბილისი 2003 წ.
101-ე გვერდი.

ერთხელ ჩვენი დროის ცნობილ ათონელ ბერ პაისის ჰკითხეს:
– მამაო, ხშირად მოდიან ადამიანები და მორწმუნეებს გვეუბნებიან: ესა და ეს მღვდელი საიდუმლოებების აღსრულებაში ბევრ ფულს ითხოვს, სხვა კი სიგარეტს ეწევა, სხვაზე ამბობენ ამორალურიაო და საერთოდ, ღვთისმსახურებს ადანაშაულებენ და მოაქვთ დამადასტურებელი საბუთები… რა უნდა ვუპასუხოთ ამ ადამიანებს?

ბერმა უპასუხა:
– საკუთარი გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ ცხოვრებაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. მესამე არ არსებობს. ადამიანების ერთი კატეგორია ბუზის მსგავსია. ბუზს ასეთი თვისება აქვს: ყოველთვის ჭუჭყს ეძებს. მაგალითად: როდესაც ბაღში ბევრი სურნელოვანი ყვავილია და იქვე ღობის ძირში საქონლის ნეხვი, ბუზი გადაუფრენს ყველა მშვენიერ ყვავილს და არც ერთ მათგანზე არ შეჩერდება. მაგრამ როგორც კი დაინახავს უწმინდურებას, მაშინვე მისკენ გაფრინდება და დაიწყებს მის ქექვას. ის ტკბება იმ სიმყრალით, რომელიც ქექვისას წარმოიქმნება და ამ საქმიანობისგან მოწყვეტა არ შეუძლია. ამ ბუზს საუბარი რომ შეეძლოს, კითხვაზე იცის თუ არა ან სად არის ვარდები, გიპასუხებდათ: ”არც კი ვიცი ეს რა არის, სამაგიეროდ ვიცი სად არის ნაგავსაყრელები, საპირფარეშოები, , სასადილოები, ჭუჭყი”. ადამიანის ერთი ნაწილი სწორედ ბუზს ჰგავს. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ისწავლა მხოლოდ ცუდზე ფიქრი და ეძებს მას, ამასთან არც იცის და არც სურს სიკეთეში ყოფნა.

ადამიანების მეორე კატეგორია ფუტკრის მსგავსია, რომლის თვისებურებაა იპოვოს სილამაზე და სიტკბო. ვთქვათ შენობაში, რომელიც უწმინდურებითაა სავსე, ვიღაცამ კუთხეში შარბათი დადგა. თუ ფუტკარს მივიყვანთ, ის იფრენს და არსად შეჩერდება, სანამ შარბათს არ იპოვის.
თუ ახლა ამ ფუტკარს დაიჭერთ და ჰკითხავთ, სად არის სიბინძურე, ის გიპასუხებთ, რომ არც კი იცის ეს რა არის. ფუტკარი გეტყვით: ”იქ – ვარდებია, იქ – იებია, იქ – თაფლია, იქ – შაქარია, იქ – შარბათია” – და საერთოდ იქნება ყველაფერი კარგის მცოდნე და არანაირი წარმოდგენა არ ექნება ბოროტებაზე. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, ვისაც კეთილი ზრახვები აქვთ და მხოლოდ კარგს ხედავენ.

ბერმა საუბარი ასე დაასრულა:
– მათ, ვინც სხვების დასადანაშაულებლად ჩემთან მოდის ვუყვები ამ მაგალითს და ვთავაზობ, გაერკვნენ თუ ადამიანების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებენ საკუთარ თავს და რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალს სდებენ.


მართლ მადიდდებლური გვერდები
www.sstv.ge
www.orthodoxy.ge
www.venakhi.ge
www.samepo.ge
www.betlemi.ge
www.mtatsmindelebi.ge
www.tveni.ge
www.martlmadidebeli.ge
www.wmindagiorgi.ge
www.ambioni.ge
www.patriarch.ge
www.bolojamze.ge
www.sibrdzne.ge
www.gutani.ge
www.orthodox.ge
www.kvirike.ge
www.church.ge
www.martlmadidebeli-qristianoba.com
www.teodore.ge
www.axalgazrdoba.ge
www.children.dsl.ge
www.gudgio.com
www.sainttamar.org
www.alazani.ge
www.imeroni.ge
www.weudiocese.ge
www.shemoqmedi.ge
www.betaneli.ge
www.mrevli.ge
www.saunje.ge
www.pshavi.ge
www.dzeglebi.com


სინოდის კომისია ალტერნატიული უჩიპო პასპორტების შექმნას მოითხოვს (22/01/2012)

2012 წლის 22 იანვარს, რუისის საკათედრო ტაძარში, ელექტრონულ საბუთებთან დაკავშირებით სინოდის არჩეულმა კომისიის თავჯდომარემ – მიტროპოლიტმა იობმა ბრძანა: “სინოდის კრების დადგენილმა კომისიამ იმსჯელა და გადაწყდა, რომ მივმართოთ მთავრობას, რათა შეიქმნას ალტერნატიული საბუთები,რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა,მადლობა უფალს,რომ აი ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.მის უწმინდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ეხლა მზადდება ტექსტი მივმართოთ ხელისუფლებას რომ, გაითვალისწინონ მართლმადიდებელ ქრისტიანთა აზრი”.

ხელმოწერის ფორმა:
ამ თემის გულშემატკივრებს შეგიძლიათ ამობეჭდოთ თაბახის ფურცელზე (A4), მსურველებს მოაწერინოთ ხელი და შეგვატყობინოთ თქვენი ტელეფონი. ადგილზე დაგიკავშირდებით და გამოგართმევთ. თქვენი წვლილი მიიღეთ ამ ღვთისთვის სათნო საქმეში.
ტელ: 5 (93) 52 53 88
ელ.ფოსტა: info@bolojamze.ge

http://bolojamze.ge/xelmocerebi.pdf


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ამინ.


ყოველდღიური ლოცვები
ძილისაგან აღდგომილის-ძილად მისვლის
საქმის დაწყება-დამთვრების
სწავლის დაწყება-დამთვრების
ტრაპეზის დაწყება-დამთვრების
ხუთრიცხუედი ლოცვანი ღმრთისმშობელისადმი
კვირა დღეების ტროპარები
შვილისთვის-მშობლებისთვის-ოჯახისთვის
ჩვნს მოძულეთა და მაჭირვებელთათვის
ქრისტეს სიყვარულის გასავრცობად
განსაცდელის დასათმენად
სადიდებელ-სავედრებელნი, ტროპარ-კონდაკი, მთავარანგელოზების და წმინდანების
სახარება
მგზავრობის

შვიდგზის ლოცვები;
დილის 6 საათზე;
დილის 9 საათზე;
დღის 12 საათზე;
დღის 3 საათზე;
საღამოს 6 საათზე;
ღამის 12 საათზე;

ათი მცნება
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. განმარტება
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. განმარტება
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო. განმარტება
8. არ იპარო. განმარტება
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

მოკლე განმარტებები

მამა იოანე კრესტიანკინი „როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით“

ცხრა ნეტარება
1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა;
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ;
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა;
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ;
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ;
6. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ;
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ;
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა;
9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.
განმარტება

შვიდი საიდუმლო
1. ნათლისღება
პირველი საიდუმლო ქრისტიანის ცხოვრებაში ნათლობაა. მხოლოდ ნათლობის შემდეგ ვხდებით ქრისტიანები. ამიტომ სასურველია ნათლობა რაც შეიძლება ადრე შესრულდეს, ჩვეულებისამებრ ჩვილ ბავშვებზე. ამ საიდუმლოს შესრულებისას მონათლულის ნათლიები ბავშვით ხელში, ანთებული სანთლებით დგებიან წყლით სავსე ჭურჭლის წინ, რომელსაც ემბაზი ეწოდება. ისინი აღიარებენ თავიანთ რწმენას და აღუთქვამენ ღმერთს მისი მცნებების აღსრულებას. მღვდელი აკურთხებს წყალს და სამჯერ შთაფლავს ჩვილს, თან ამბობს: „ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ და ძისათა, ამინ და სულისა წმიდისათა, ამინ“.
ნათლიები ეკლესიის წინაშე პასუხისმგებელნი არიან მოსანათლის რწმენისათვის, მონათვლის შემდეგ კი, იღებენ მას მფარველობის, პასუხიმგებლობის ქვეშ და განამტკიცებენ რწმენაში.

2. მირონცხება
ნათლობით მიღებული ახალი ცხოვრება გულისხმობს წმინდად ცხოვრებას. საჭიროა სულიერი ძალების შეძენა, მათ კი ყოველი ქრისტიანი იღებს მირონცხებით. ეს საიდუმლო სრულდება ნათლობისას. მღვდელი მონათლულს სცხებს მირონს შუბლზე, თვალებზე, ყურებზე, პირზე, ნესტოებზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე. ღვთის სული სახლდება ახალმონათლულის სულსა და სხეულში, განწმენდს მას და აძლევს ახალი ცხოვრებისათვის საჭირო სულიერ ძალებს. ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მღვდელი სამჯერ შემოატარებს მონათლულს ემბაზის გარშემო და ახალი წევრი სამუდამოდ შეუერთდება ეკლესიას.

3. ზიარება
სხეული კვდება, თუ დიდხანს არ მიიღო საკვები, ასევეა სულიც, თუ ის დაშორდება ქრისტიანულ ცხოვრებას და არ მიიღებს სულიერ საკვებს. სულიერად ჩვენ ვიკვებებით ზიარების მიღებით. ეს საიდუმლო სრულდება ლიტურგიაზე. ნაკურთხი პურითა და ღვინით ჩვენ ვიღებთ იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ზიარებისას მღვდელი ამბობს: „ეზიარება მონა ანუ მხევალი ღვთისა (სახელი)“. ზიარებით ჩვენ ვუერთდებით თვით ქრისტეს. მღვდელი გამოაბრძანებს ბარძიმს, მორწმუნენი პირჯვარს იწერენ და იმეორებენ ზიარების წინა ლოცვებს. შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდებიან ბარძიმს და ემთხვევიან, მიიღებენ თბილ ღვინოს (სარღვნელს) და სეფისკვერის ნატეხს. ზიარებამდე არ შეიძლება ჭამა და რაიმეს დალევა. ბოლოს მორწმუნენი კითხულობენ ზიარების შემდეგ სამადლობელ ლოცვას

4. აღსარება
ცოდვის აღსარების თქმა მომდინარეობს დასაბამითგან, ე. ი. ადამის დროიდან, როგორც სწერია დაბადების წიგნში: რამეთუ ოდეს ადამი შთავარდა ცოდვაში და ნათლისაგან განშიშვლდა, მაშინ შერცხვა და იმალებოდა, გარნა ხმა უყო მას უფალმა და ჰრქვა: „ ადამ, ადამ, სადა ხარ?“ – ღვთისაგან ადამისადმი ხმა-ყოფა იმას კი არ ნიშნავდა, რომ ღმერთი ვერ ხედავდა თუ სად იყო, არა, ღმერთს რა დაეფარებოდა, მაგრამ ამ სიტყვით მოითხოვა ღმერთმა ადამისაგან აღსარების თქმა მისი შეცოდებისთვის,– და მიუგო ადამმან: „ შიშველ ვარ, უფალო და მრცხვენისო“. მაშინ ჰრქუა მას უ ფალმან: „ ვინ გიჩვენა შენ სიშიშვლეო?“ ე. ი. ვინ გაცდუნაო. – ამ სიტყვითაც ღმერთმა მოითხოვა ადამისაგან ჭეშმარიტი აღსარება, თორემ ისედაც იცოდა უფალმა ვინც აცდუნა ადამი, – მაგრამ ადამმა ვერ სთქვა ჭეშმარიტი აღსარება და არ აღიარა ჩემმა სისუსტემ და მოუთმენლობამ ჩამაგდო უფალო ცოდვაშიო, არამედ ნაცვლად თავგამტყუნებისა, ღმერთს უსაყვეურა ევას მიცემისთვის და ევას დააბრალა, რომ იმან შემაცდინაო და ამგვარი თავის გამართლებისთვის „ დაისაჯა ადამ და განვარდა სამოთხით.“
ყოველი ცოდვილი ადამიანისაგან, ყოველი ჩვენგანისაგან მოითხოვს უფალი ცოდვების ჭეშმარიტ აღიარებას და ის, ვინც ღვთის ეკლესიაში მღვდლის წინ შეირცხვენს აღსარების თქმას, უნდა მოელოდეს, რომ ქრისტეს მოსვლის დროს ყოველი დაბადებულის წინაშე შეარცხვენს მას ანგელოზი და ხმამაღლა გამოაცხადებს ყოველ მის ნამოქმედარ ცოდვას და „განვარდება ზეციური სამოთხისაგან სირცხვილეული და გაშავებული“. ხოლო ვინც აღიარებს მღვდლის წინაშე თავის ცოდვებს, იგი იმწამსვე, ქრისტესაგან მიიღებს შენდობას და თავისუფალი იქნება აღიარებული ცოდვებისაგან.

5. ზეთისცხება
სინანულის საიდუმლოსთან ახლოს დგას ზეთისცხების საიდუმლო. ის სრულდება ძირითადად ავადმყოფებზე და წელიწადში ერთხელ ყველა ადამიანზე. ღვთის სულის უხილავი მადლით მოგვეტევება ცოდვები და განვიკურნებით სულიერი და ხორციელი ტკივილისაგან. ზეთისცხების საიდუმლოს შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად იკურთხება ზეთი, შემდეგ ნაკურთხ ზეთს წაუსვამენ ავადმყოფს და ყველა დამსწრეს. ზეთისცხებამდე იკითხება ნაწყვეტები სამოციქულოდან, მღვდელი კითხულობს განსაკუთრებულ ლოცვას და ნაწყვეტებს სახარებიდან. ზეთისცხების საიდუმლო სრულდება რამდენიმე მღვდლის მონაწილოებით.

6. მღვდლობა
საიდუმლოებები: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, სინანული და ზეთისცხება ყველა ქრისტიანის ცხოვრების ნაწილია. ამათ გარდა დაწესებულია კიდევ ორი საიდუმლო, რომლითაც იკურთხებიან განსაკუთრებული ცხოვრების გზის არჩევისას. მღვდლობის საიდუმლო სრულდება იმ ადამიანზე, რომელიც მღვდელმსახურო ხდება და იღებს განსაკუთრებულ მადლს. ღვთისმსახურთათვის არსებობს იერარქია ანუ დაწინაურებული ხარისხი. ყველაზე მაღალი ხარისხის საფეხურზე დგას ეპისკოპოსი, რომელიც სახარების მემკვიდრედ გვევლინება. ეპისკოპოსები მართავენ ეკლესიას და შეუძლიათ ყველა საიდუმლოს შესრულება. ეპისკოპოსი შეიძლება იყოს: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და პატრიარქი. მეორე საფეხური არის მღვდელი, რომელიც ყველა საიდუმლოს ასრულებს, გარდა მღვდლის კურთხევისა. ბოლო ხარისხია – დიაკონი. მას საიდუმლოებების შესრულება არ შეუძლია, იგი ეხმარება მღვდელს.
მღვდლობის საიდუმლოს შესრულებისას, ეპისკოპოსი ლიტურგიის დროს მომავალ მღვდელს განსაკუთრეულ ლოცვებს უკითხავს. მღვდელს საჭირო სამოსით შემოსავენ. მღვდელმსახურები თავიანთ სიცოცხლეს ღვთის მსახურებას უძღვნიან. მათ დიდი მადლი გადმოეცათ თვით უფალ იესო ქრისტესაგან და ჩვენ განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით უნდა მოვეპყრათ მათ.

7. ქორწინება
მეშვიდე საიდუმლო არის ქორწინება. უფალი აკურთხებს ქალსა და მამაკაცს, როცა ისინი ქრისტიანულ ოჯახს ქმნიან. ეს საიდუმლო ასე სრულდება: საქმრო და საცოლე ბეჭდებს ცვლიან და დაქორწინების სურვილს გამოთქვამენ. მღვდელი სამჯერ აკურთხებს და სამჯერ შემოატარებს მათ ანალოღიის ირგვლივ. საქმრო და საცოლე დგანან ანთებული სანთლებით ხელში და მათ თავზე გვრიგვინები უჭირავთ მეჯვარეებს. ქრისტიანული ქორწინება წმინდაა, ამიტომ გაყრა არ არის დაშვებული, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, როცა დაირღვევა ცოლ-ქმრული ერთგულება.

მრწამსი
(მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში. მასში 12 მუხლია (წევრი), რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. ეს ტექსტი წმინდა მამებმა დაადგინეს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, ჯერ კიდევ IV საუკუნეში და მას შემდეგ წმინდად ინახება მართლმადიდებელ ეკლესიაში.)

1. მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
2. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
3. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
4. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
5. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
6. და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
7. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
8. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
9. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
10. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
11. მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
12. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.


დღესასწაულები

* * *

აპანი, აპნისი
1 იანვარი – წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა (ძვ)
4 იანვარი – უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე (ახ)
6 იანვარი – განცხადება – ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (ძვ)
7 იანვარი – ქრისტეშობა – ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (ახ)
14 იანვარი – წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, ხსენება წმ. ბასილი დიდისა (ახ), წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა (ახ), ძველით ახალი წელი
19 იანვარი – განცხადება – ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (ახ)
27 იანვარი – წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა (ნინოობა) (ძვ)

განცხადების თვე, სარწყუნისი
2 თებერვალი – მირქმა – მიგებება იესუ ქრისტესი (ძვ)
8 თებერვალი – დავითობა
15 თებერვალი – მირქმა – მიგებება იესუ ქრისტესი (ახ)
16 თებერვალი -
მირკანი, მიჰრაკანი
3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
12 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (ძვ)
15 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (ახ)
26 მარტი – ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (ძვ)

იგრიკა
1 აპრილი – პზობა
7 აპრილი – ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (ახ)
9 აპრილი – საქართველოს ეროვნული და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მოგონების დღე
19 აპრილი – აღდგომა
22 აპრილი – დიდი პარასკევი
23 აპრილი – დიდი შაბათი
24 აპრილი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე
25 აპრილი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე

ვარდობისა
9 მაისი – ფაშისმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებიების დღე
14 მაისი – თამარობა
19 მაისი – წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა (ძვ)
26 მაისი – დამოუკიდელობის დღე

თიბათვე, ივანობისთვე, მარიალისა
1 ივნისი – წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა (ძვ), ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
24 ივნისი – წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა (ძვ)
29 ივნისი – წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (ძვ)
30 ივნისი – მცხეთობა-სვეტიცხოვლობა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველი (ახ)
31 ივნისი -

მკათათვე, თიბისა, კვირიკობისთვე
7 ივლისი – წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა (ახ)
12 ივლისი – წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (პეტრეპავლობა) (ახ)
13 ივლისი – მცხეთობა-სვეტიცხოვლობა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველი (ახ)
20 ივლისი – უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე (ძვ)

მარიამობისთვე, ქველთობისა
2 აგვისტო – უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე (ახ)
6 აგვისტო – ფერისცვალება იესუ ქრისტესი (ძვ)
15 აგვისტო – მარიამობა – მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (ძვ)
19 აგვისტო – ფერისცვალება იესუ ქრისტესი (ახ)
28 აგვისტო – მარიამობა – მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (ახ)
29 აგვისტო – წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა (ძვ)

ახალიწლისა, ენკენისთვე
8 სექტემბერი – ღმრთისმშობლობა – შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (ძვ)
11 სექტემბერი – წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა (ახ)
14 სექტემბერი – ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა (ძვ)
21 სექტემბერი – ღმრთისმშობლობა – შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (ახ)
27 სექტემბერი – ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა (ახ)

სთვლისა, ღვინობისთვე
1 ოქტომბერი – მცხეთობა-სვეტიცხოვლობა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველი (ძვ)
14 ოქტომბერი – მცხეთობა-სვეტიცხოვლობა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველი (ახ)

გიორგობისთვე, ტირისკონი
21 ნოემბერი – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (ძვ)
23 ნოემბერი – გიორგობა

ქრისტეშობისთვე, ტირისდენი
4 დეკემბერი – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (ახ)
12 დეკემბერი – უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღე
19 დეკემბერი – ნიკოლოზობა
22 დეკემბერი – უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე (ძვ)
25 დეკემბერი – ქრისტეშობა – ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (ძვ), უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღე
27 დეკემბერი – ბარბარობა


საგალობლები
www.orthodoxy.ge/galoba/audio.htm
ქართული საგალობლები
ანჩისხატის მგალობელთა გუნდი

აკურთხევს სული ჩემი 4.39MB 03:50
ალილო 4.31MB 03:46
ალილო (იმერული) 5.72MB 02:29
წინა საუკუნეთა 2.22MB 01:56
დიდება მაღალთა შინა 3.21MB 02:48
ღმერთო მოხედე 1.82MB 01:35
ღმერთი უფალი 3.34MB 02:55
ჯვარსა შენსა 4.4MB 03:50
კურთხეულ ხარ 2.63MB 02:18
მეუფეო ზეცათაო 2.31MB 02:00
ნათელო მხიარულო 2.17MB 01:53
ნეტარ არს კაცი 2.72MB 02:22
შობამან შენმან 3.71MB 03:14
ტყვეთა განმათავისუფლებელო 1.88MB 01:38
ვერ შემძლებელ ვართ 2.44MB 02:08
ყოვლისა დაბადებულისა 2.23MB 01:56
გელათისა და მარტვილის სკოლა
ადიდე სულო 2.89MB 01:15
ადიდებს სული ჩემი 2.07MB 00:54
ადიდებს სული ჩემი უფალსა 10.64MB 04:38
აღამაღლებდით უფალსა 3.74MB 01:38
აღსავალი 1.67MB 00:43
აკურთხევს სული ჩემი 8.79MB 03:50
და ვითარცა მეუფისა 3.61MB 01:34
დღეს საღმრთომან მადლმან 3.85MB 01:40
ძლეულ იქმნეს 4.74MB 02:04
ღირს არსი 8.79MB 03:50
ღმერთი უფალი 6.6MB 02:52
ჯვარსა შენსა 8.69MB 03:47
შევ ქალწულო 3.81MB 01:39
იხარებდით მართალნი 1.43MB 00:37
იოანეს სახარება 11.7MB 05:06
ქალწული დღეს არსებად 5.61MB 02:27
კათოლიკე ეკლესიისა 5.97MB 02:36
ყოვლისა დაბადებულისა 4.38MB 01:54
ყრმათა ღმრთისმსახურთა 5.38MB 02:21
კურთხეულ არს მომავალი 7.94MB 03:28
კურთხეულ ხარ შენ 5.2MB 02:16
მამაო ჩვენო 4.03MB 01:45
მეუფეო ზეცათაო 4.56MB 01:59
მხოლოდშობილი 4.44MB 01:56
მოციქულთა თავნო 2.69MB 01:10
მოვედით თაყვანი ვსცეთ 8.12MB 03:32
მსწრაფლ განუხვენ 5.05MB 02:12
მთასა ზედა 5.85MB 02:33
მტვირთველმან გამოუცდელმან 5.14MB 02:14
ნათელო მხიარულო 4.23MB 01:50
ნუ მტირ მე 5.59MB 02:26
ფშვის ქვეყანა 4.58MB 02:00
რაოდენთა ქრისტეს მიერ 10.75MB 04:41
რაჟამს დიდებულნი 13.34MB 05:49
რაჟამს იორდანეს 5.61MB 02:26
სადიდებელნი 3.02MB 01:19
საიდუმლო 5.84MB 02:33
საიდუმლო სამოთხე ხარ 3.91MB 01:42
საიდუმლო უცხო 4.59MB 02:00
საკვირველება რომელ ჰქმენ 6.4MB 02:47
საშოდ მთიებისა 6.85MB 02:59
შენდამი იხარებს 11.49MB 05:01
შობა შენი 3.28MB 01:26
შობის ანტიფონები 5.57MB 02:25
სულო ჩემო 3.52MB 01:32
სულთათანა 7.7MB 03:21
წარდგომა სამოციქულოსი 887KB 00:22
წინა საუკუნეთა 4.35MB 01:54
უხრწნელსა ხატსა 5.37MB 02:20
ვერ შემძლებელ ვართ 4.84MB 02:06
ზეგარდამო განწმენდილ იქმენ 3.56MB 01:33
იყალთოს სკოლა
აწ განუტევე 6.24MB 02:43
ბრწყინვალე იგი 6.16MB 02:41
დიდება მაღალთა შინა 6.29MB 02:45
ღირს არსი 7.2MB 03:08
მგალობელნი შენნი 5.15MB 02:15
რომელნი ქერუბიმთა 13.55MB 05:55
შენ გიგალობთ 7.07MB 03:05
შენ ხარ ვენახი 7.71MB 03:22
შობამან შენმან 7.4MB 03:13
უფალო ღაღად ვყავ 6.5MB 02:50
შემოქმედის სკოლა
ცანი ყოვლად ღირსებით 3.88MB 01:41
ღმერთო მოხედენ 3.59MB 01:34
კვერთხი იესეს 3.46MB 01:30
შობა შენი 2.97MB 01:17
ტყვეთა განმათავისუფლებელო 3.78MB 01:38
უფალო რომელმან 3.46MB 01:30
ვერ შემძლებელ ვართ 5.7MB 02:29

ბასიანი

ალილო (მეგრული) 2.09MB 02:17
ანგელოზი ღაღადებს 4.43MB 01:56
წმიდაო ღმერთო (სვანური) 3.46MB 03:46
თამარ მეფის ტროპარი 8.97MB 03:55

ლაშარი

ალილო (გურული) 2.81MB 03:04
ალილო (რაჭული) 1.9MB 02:04

რუსთავი

ჯვარსა შენსა 1.77MB 01:56
მოვედით თაყვანი ვსცეთ 3.37MB 02:56
უფალო ღმერთო ჩვენო (ლოცვა) 863KB 00:44
და ვითარცა მეუფისა 1.54MB 01:20
მეუფეო ზეცათაო (ლოცვა) 572KB 00:29
აღმოსავალიდან მზისა 2.22MB 01:56
მამაო ჩვენო (ლოცვა) 1010KB 00:51
ღმერთი უფალი 1.74MB 01:31
კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო (ლოცვა) 429KB 00:22
დღეს საღმრთომან მადლმან 2.28MB 01:59
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ (ლოცვა) 383KB 00:19
შენ ხარ ვენახი 5.81MB 05:04
ჯვარსა შენსა 2.35MB 02:03
მოწყალების კარი განგვიღე (ლოცვა) 385KB 00:19
შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო 2.12MB 01:50
წმიდათა შორის საკვირველო (ლოცვა) 627KB 00:32
თამარ მეფის ტროპარი 3.46MB 03:01
მოციქულთა თავნო (ლოცვა) 294KB 00:15
მოციქულთა ტროპარი 2.91MB 02:32
სიტყვისა ღვთისა მსახურთა (ლოცვა) 408KB 00:20
წმინდა ნინოს კონდაკი 2.3MB 02:00
წმინდა გიორგის ტროპარი 1 (ლოცვა) 554KB 00:28
წმინდა გიორგის ტროპარი 2 1.91MB 01:40
წმინდა დავით აღმაშენებლის ტროპარი (ლოცვა) 949KB 00:48
დიდება შენსა ღმერთო ჩვენო 371KB 00:18
წმინდა ილიას ტროპარი (ლოცვა) 957KB 00:49
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელო 518KB 00:26
აცხოვნე უფალო ერი შენი 429KB 00:22
წმიდაო ღმერთო 4.46MB 03:54
დღეს იხარებენ ძალნი (ლოცვა) 652KB 00:33
ალილო (სვანური) 2.36MB 02:03
სადიდებელი (ლოცვა) 468KB 00:23
ალილო (კახური) 4.57MB 03:59
ლოცვანი ქრისტეშობის კანონიდან (I,II,III) 937KB 00:47
ლოცვანი ქრისტეშობის კანონიდან (IV) 480KB 00:24
ალილო (რაჭული) 3.44MB 03:00
ლოცვანი ქრისტეშობის კანონიდან (V) 487KB 00:24
ალილო (მეგრული) 2.53MB 02:12
ლოცვანი ქრისტეშობის კანონიდან (VI) 503KB 00:25
რაოდენთა ქრისტეს მიერ 1.85MB 01:36
ლოცვანი ქრისტეშობის კანონიდან (VII,VIII) 1.01MB 00:53
ლოცვანი ქრისტეშობის კანონიდან (IX) 452KB 00:23
ალილო (გურული) 2.46MB 02:08
ალილუია (კახური) 1.84MB 01:36

ანსამბლი „თბილისი“

ალილუია 1.73MB 01:53

სამყაროს შექმნა

ორიოდ სიტყვა სამყაროს შექმნის საიდუმლოებაზე

ბიბლიის თანახმად, ღმერთმა სამყარო არარაისგან შექმნა, რაც ჩვენთვის, მოკვდავთათვის, ძნელი გასაგებია. ადამიანი ცდილობს, სამყაროს შექმნის და არსებობის საიდუმლო შეისწავლოს, ისევე როგორც პლანეტების, ვარსკვლავებისა და სხვა გალაქტიკების, მაგრამ ჩვენი გონებისთვის ეს საიდუმლო მიუწვდომელია და მისი ახსნის ყოველი მეცნიერული მცდელობა საბოლოოდ აბსურდმადე მიდის. მამა გიორგი (სხირტლაძე) სწორედ სამყაროს შექმნაზე გვესაუბრება.

– მამა გიორგი, რას ნიშნავს სამყაროს არარაისგან შექმნა?

– ვიცით, რომ ქვეყნიერება შექმნილია ღვთაებრივი ნებით. შეიძლებოდა ეს ყველაფერი არ ყოფილიყო, მაგრამ ღმერთი მაინც ღმერთად დარჩებოდა, რაც დიდი საიდუმლოა ღვთაებრივი განგებულების. შესაქმე (სამყაროს შექმნა) მოხდა არარაისაგან. ეს არის სარწმუნოების დოგმატი. ამის შესახებ ძველ აღთქმაში წერია. დიდი საიდუმლოა, რომ ღმერთმა არარაისაგან და არა პირველმატერიისაგან შექმნა ყოველივე. არც ერთ რელიგიაში და არც ერთ მეტაფიზიკურ სისტემაში არ არის, რომ ღვთაებრივი აქტი ასეთი სახით იყოს მოცემული. ყველგან არის რაღაც პირველმატერია, რომლიდანაც წარმართული მითოლოგიური ღვთაება ქმნის სამყაროს. საოცრება სწორედ ის არის, რომ ღმერთი არარაისაგან ქმნის ყოველივეს. შემოქმედების უნარი ჩვენშიც არის ჩადებული, თუმცა ადამიანს შემოქმედებისათვის პირველმატერია სჭირდება. მხატვარს სჭირდება საღებავები, ფუნჯი, ტილო და ა.შ. ღმერთისთვის ეს არ არის საჭირო. ღმერთი იმისგან ქმნის, რასაც არ აქვს ყოფიერება. ძახილია ღვთისა, რომ ადამიანი, ყოველივე ამის შემხედვარე, ბუნებრივი გამოცხადებით მივიდეს ღმერთამდე. ღმერთი, როგორც სარკეში, ისე ირეკლება სამყაროში. რაღაცის შექმნა ღმერთისთვის ნიშნავს არარსებულიდან არსებულში მოყვანას.

ღმერთმა არამარტო სამყარო შექმნა, არამედ მან შექმნა ადამიანი სამყაროს გვირგვინად, იმ ადამიანში კი თავისი ხატება და მსგავსება ჩადო. ღმერთმა უმაღლესი შესაძლებლობა დაუშვა ქმნილებაში – შექმნა სხვა, ღმერთზე დამოკიდებული უკვდავება, მაგრამ ადამიანს მისცა თავისუფალი ნება, გააკეთოს არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის. სამყაროში არ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს. ღმერთი ყოველივეშია. ეს ჩვენთვის ლოგიკურად ვერ არის გასაგები. ჩვენი ქმნული ინტელექტით შეიძლება აბსურდამდე მივიდეთ. ადამიანი ცდილობს, შეისწავლოს სამყაროს შემქნის კოსმოლოგიური კანონები, შეისწავლოს პლანეტების, ვარსკვლავებისა და სხვა გალაქტიკების მოძრაობა, მათი შემადგენლობა. ეს არის მიკროსამყარო და ამ მიკროსამყაროშიც უსასრულობაა. მთელი ბიბლია ხაზს უსვამს ქმნულის სიკეთეს, ღვთის ქმნილებების სრულყოფილებას, ღმერთისმიერ სილამაზეს, სიახლეს, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს ანგელოზებიც კი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთის შექმნილ ცაში იგულისხმება სულიერი სამყარო, ანგელოზებრივი იერარქიაც, მიწაც. მიწაში არამარტო დედამიწა იგულისხმება, არამედ მთელი ქმნული კოსმოსი.

– საეკლესიო სწავლებით, წმინდა წერილში ბევრი რამ გადატანილი მნიშვნელობით არის ნათქვამი, რომელსაც ადამიანებმა ახსნა უნდა ვუპოვოთ.

– რა თქმა უნდა, წმინდა წერილში ამოუწურავ სიღრმეებს ვაწყდებით. უბრალო ენით კი არის დაწერილი, მაგრამ უბრალოება, სიკეთე, სიმარტივე ღვთაებრივი და ბიბლიის სიტყვის სიმარტივეს და პრიმიტიულობას არ ნიშნავს. ეს მოჩვენებითი სიუბრალოეა. ადვილი ენითაა დაწერილი სახარებაც და მთელი წმინდა წერილი. გაუნათლებელიც და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანიც გაიგებს და ამავე დროს ბოლომდე ვერ გაიგებს. ამოუწურავია ღვთის სიტყვა, ბიბლია ღვთის სიტყვაა.

ადამიანი სერიოზულად უნდა მიუდგეს წმინდა წერილის განმარტებას. უნდა დავაკვირდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობასაც. არ შეიძლება ზერელედ კითხვა და ცხვირის ჩაყოფა ისეთ რაღაცეებში, რაც შესაბამის ამაღლებულ განწყობას მოითხოვს.

როგორც აღვნიშნე, ეს ქმნული ყოფიერებაა. სამყარო იარსებებს მარადიულად და შემდეგ გარდაიქმნება. როცა დრო გაუქმდება, ანუ მეორედ მოსვლის ჟამს, ერთმანეთს შეხვდება დღე პირველიც და მერვე დღეც ქმნულისა, დღე შესვლისა მარადიულობაში. კვირის შვიდი ციკლი დაიხურება ღვთაებრივი აღდგომით და მთელი სამყაროს ფერისცვალებით. ეს იქნება მოულოდნელი მარადიულობა, მოულოდნელად გადასვლა ყოველივე ქმნულისა მარადიულობაში. თუნდაც ამას მოასწავებს ის ზღვარი მერვე დღისა, რომელსაც კვირა ჰქვია.

მერვე დღესთან ყველაზე ახლო კვირადღეა. ბასილი დიდი ამბობს, კვირადღეს არ შეიძლება დაჩოქება, რადგან ყოველი კვირა აღდგომის დღეს უტოლდება. ამ დღეს ადამიანი დაჩოქილი კი არ არის, არამედ უკვე გადარჩენილია და სიმაღლეში დგას. ღვთაებრივი მარადიულობა ვერ შეიძლება იქნეს განსაზღვრული დროის კატეგორიებით და ადამიანური აზროვნებით. ადამიანი წირვა–ლოცვას რომ ესწრება, ეზიარება, მარადიულობის თანაზიარი ხდება.

– რა არის ღმერთი – ეს კითხვა კაცობრიობისთვის მარადიულია. ეკლესიას ამაზე პასუხი აქვს?

– არსებობს კატაფატური, დადებითი ღვთისმეტყელება, რომელიც გვეუბნება, თუ რა არის ღმერთი. ე.ი. მტკიცებითი ღვთისმეტყველება, რომ ღმერთი არის სიყვარული, რომ ღმერთი არის სიკეთე, რომ ღმერთი არის სიბრძნე და ა.შ. გამართლება და საზრისი ჩვენი ცხოვრებისა, მდგომარეობს იმაში, რომ ქმნულმა ადიდოს შემოქმედი, რომ შემქმნელი და გვირგვინი ქმნილებისა შეხვდნენს ერთმანეთს ისტორიულ დროში. იყო ჟამი, როცა დრო არ იყო, ე.ი. იყო მარადიულობა. დრო თანამედროვე ფიზიკაში მეოთხე განზომილებაა. ზუსტად ისტორიულ დროში მოვიდა ქრისტე. თუ ადამიანი ქრისტეს ვერ შეხვდა ცხოვრებაში, მაშინ მან ვერ გაამართლა თავისი დანიშნულება. სანამ ამ დროებით ცხოვრებაში ხარ, შენი დანიშნულება უნდა გაამართლო. შენი ცხოვრების საზრისი როგორ უნდა გაამართლო? ღმერთთან უნდა მიხვიდე. ის დღე დაკარგულად ითვლება, როცა ბიბლიას არ წაიკითხავ, არ ჩაუღრმავდები მის სიტყვებს. ერთი თუ ორი საათი ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს წმინდა წერილი და მისი განმარტებანი, რა თქმა უნდა, წმინდა მამების. ადამიანი უნდა ერიდოს არასწორად გაგების საფრთხეს.

დოგმატები ჩვენ გვეუბნებიან, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ ღმერთზე და ამავე დროს გვიკრძალავენ, თუ როგორ არ უნდა ვიფიქროთ ღმერთზე. ანუ გვეკრძალება ღმერთზე არასწორად ფიქრი. დიდი მეცნიერები და ფიზიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ვერავითარი ახსნა ვერ უპოვეს სამყაროს წარმოშობას. ღმერთი ადამიანს ქმნის კაცად და ქალად. ღმერთი არც ერთ ქმნულს არ ამსგავსებს ადამიანს, სრულიად ახალს ქმნის. ამიტომ ამას ვერავითარი ევოლუციის თეორია ვერ ხსნის. ადამიანი სულ სხვა ქმნილებაა, ვერავითარი ცხოველური ჯიშიდან ვერ გამოიყვანება. მაშინ დღესაც უნდა იბადებოდეს და გამოდიოდეს, ჯვარდებოდეს, მაგრამ არ გამოდის. ადამიანი ღმერთის ხელებით არის გამოძერწილი, მისი ხელებით, მისი სიტყვით. უფლის სუნთქვა თიხას გადააქცევს ცოცხალ სულად. მონათლულ ადამიანზე გარდამოდის სულიწმინდის მადლი და ნიჭები სულიწმინდისა, ადამიანს კი ამ ნიჭებით ეძლევა საშუალება სხვა საიდუმლოებებში თანამონაწილეობისა.

ადამიანს უზარმაზარი მადლი და უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს. მოაცილეთ ანგელოზს ფრთები, იგი ადამიანს ჰგავსო, განღმრთობილ ადამიანს შეასხი ფრთები და იგი ანგელოზს ემსგავსებაო. არსებობს ადამიანისთვის უამრავი განსაცდელი და უარყოფითი გამოცდილება, რაც ასევე გვეხმარება ზრდაში. ადამიანი დაცემამდე უცოდველი იყო, მაგრამ ახალმონათლული ადამიანი ადამზე მაღლა დგას – ხარისხობრივად უფრო მაღალ მდგომარეობაშია. თუ ადამიანი ეცდება, რომ ამოიშალოს ღვთის ხატება და მსგავსება, ის აუცილებლად კაცობრივ სახეს ამოშლის და ცხოველს დაემსგავსება, თავის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში. თუ გვინდა, რომ მადლი მთელი სისავსით მოვიპოვოთ, განღმრთობის მთელი ძალა, ამისთვის მთლიანად უნდა მივენდოთ ეკლესიას და მთელი სისავსით ვიყოთ თანამონაწილენი საეკლესიო საიდუმლოებებში. უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი განსაკუთრებულ სიყვარულს დებს ადამიანში და ამ სიყვარულსავე ითხოვს მისგან. ღმერთს ყველაზე მეტად ის უხარია, რომ მისი ქმნილება მას ადიდებს და მისი ცხოვრების ყველა მომენტში ახსოვს ჩვენი ღმერთი – მამა, ძე და სულიწმინდა.


www.orthodoxy.ge/metsniereba/samkaro.htm
ორიოდ სიტყვა სამყაროს შექმნის საიდუმლოებაზე

ჩვენთვის, სივრცითა და დროით შეზღუდულთათვის, ძნელი აღსაქმელია ღმერთის უსასრულობის ჭეშმარიტი არსი, ვინაიდან ჩვენი უკიდეგანო სამყაროც კი არ არის უსასრულო და კაცის გონება ვერ ჩასწვდომია მის საიდუმლოებას.

სამყაროს ზომები იმ განვლილი დროის რაოდენობით განისაზღვრება, რომლის მდინარებაც სამყაროს შექმნის მომენტიდან დაიწყო, რამდენადაც მანამდე არ არსებობდა არაფერი – არც მატერია, არც სივრცე და არც დრო.

სამყაროს „დაბადების“ პროცესი მეცნიერებაში აღწერილია „დიდი აფეთქების“ თეორიის სახით.

პირველი არგუმენტი ფუნდამენტურ მეცნიერებაში, რომელიც სამყაროს ქმნადობაზე და არა მის შემთხვევით გაჩენაზე მეტყველებს, სამყაროს დროში „დაბადების“ საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იყო შემჩნეული, რომ სამყარო გამუდმებით ფართოვდება. რამდენადაც ჩვენი სამყარო უსაზღვრო არ არის, იმდენად, როდესღაც შორეულ წარსულში, „არარადან“ უეცრად წამოვიდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა, რომელმაც მთელი კოსმოსი წარმოშვა.

ძველ დროში, ბიბლიის ტექსტის განმმარტებლები სამყაროს მოსეს წიგნების გრაგნილს ადარებდნენ: გრაგნილის გაშლას სამყაროს გაფართოებას ამსგავსებდნენ, ხოლო დახვევას – შეკუმშვას.

ბიბლიის ერთ-ერთი უძველესი განმარტების თანახმად, ღმერთის ერთ-ერთი სახელი „ყოვლისშემძლე“ (ძველებრაულად – „შე-დაი“) განიმარტება, როგორც „ის, ვინც თქვა „საკმარისია“. განმარტებას თან ახლავს გადმოცემა, რომლის თანახმადაც ქმნილმა სამყარომ უდიდესი სიჩქარით დაიწყო გაფართოება და როცა ღმერთმა თქვა „საკმარისია“ („დაი“)! ამით დამთავრდა მისი მყისიერი გაშლა, რასაცა მეცნიერების ენაზე „გაფართოების ინფლაციურ სტადიას“ უწოდებენ. აღნიშნული მეცნიერული კონცეფციის თანახმად, მას შემდეგ, გაფართოება კვლავ გრძელდება, მხოლოდ არა ისეთი კოლოსალური სიჩქარით, როგორც თავიდან იყო. იგი უკვე ფართოვდება თავდაპირველად მიღებული იმპულსის შედეგად.

დღეისთვის ყველა სამეცნიერო საზოგადოებების მიერ მიღებული სამყაროს გაფართოების „ინფლაციური თეორია“, ამტკიცებს, რომ სამყარომ თავისი არსებობა აბსოლუტური სიცარიელიდან დაიწყო, ეგრეთწოდებული „ცრუ კვანტური ვაკუუმის მდგომარეობიდან“. „დიდი აფეთქების“ მერე „ინფლაციური სტადია“ სულ რაღაც 10-35 წამი გრძელდებოდა, მაგრამ დროის ამ გაელვებაში გაშლილმა სამყარომ, პრაქტიკულად, დღეისთვის არსებული ზომები მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ „ინფლაციური თეორია“ ვერანაირად ვერ ხსნის თუ როგორ აღმოჩნდა სამყარო თავდაპირველად „ცრუ ვაკუუმის მდგომარეობაში“ (ანუ „არარაში“). ფუნდამენტური ფიზიკა მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი გარემომცველი სამყაროს ძირითადი კატეგორიები – სივრცე, დრო და მატერია – ერთდროულად და, ფაქტობრივად, მყისიერად წარმოიშვნენ, ურთიერთით არიან განპირობებულნი და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. ხოლო იმ კოლოსალური ენერგიის წყაროს შესახებ, რამაც ეს ყველაფერი წარმოშვა, როგორც ითქვა, მეცნიერებამ არაფერი იცის. ეს წყარო მეცნიერებისთვის უცნობია იმიტომ, რომ იგი ზნეობრივ კატეგორიას ეკუთვნის. ეს ყველაფერი კი გარკვეულ კითხვებს ბადებს, რომლებზეც პასუხები მეცნიერული მეთოდების შესაძლებლობებს აღემატება. ამასთან, წმინდა წერილის მოწმობა, რომელიც გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე მეცნიერება ჩამოყალიბდებოდა, რჩება პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ ბუნებრივ გზად.

მამაღმერთმა მთელი სამყარო სიტყვით შექმნა, სწორედაც რომ შექმნა, ვინაიდან სამყარო შემოქმედებითი აქტის ნაყოფია. სამყაროს შექმნის სრულყოფილებას და პოეზიას კარგად გრძნობდნენ მსოფლიო კრებების ეპოქის წმინდა მამები, რომლებმაც შექმნის ამგვარი გაგება მართლმადიდებლური მრწამსის სიტყვებით გამოხატეს: „მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყნისა“.

უმაღლესი გონის ჭეშმარიტება ქრისტიანულ მსოფლმხედველობაშია გამოხატული, რამდენადაც იგი მისი შემოქმედისგან მომდინარეობს, მაგრამ ადამიანის არასარულფასოვანმა, ცოდვით დაზიანებულმა ინტელექტმა ჯერ კიდევ არაფერი იცის: „ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს“ (1 კორ. 8,2).

დღეისთვის არსებული, სამეცნიერო მონაცემებიდან (თუმცა სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს მყოფისგან) უკვე შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ სამყაროში მიმდინარე პროცესები შორს არის შემთხვევითობისგან და თავად სამყაროს „დაბადება“ მიზანმიმართულობის და გონიერი მოქმედების ნიშანს ატარებს. მეცნიერება უკვე იწყებს სამყაროს ბიბლიური სურათის დადასტურებას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ასე უმოწყალოდ უარყოფდა. საინტერესოა, რომ ფუნდამენტური ფიზიკა, რომელმაც გარემომცველი სამყაროს შემეცნების საქმეში მნიშვნელოვნად გაუსწრო წინ ყველა დანარჩენს, ზოგიერთ თავის ასპექტში უკვე უშუალოდ გადადის თავისებურ ღვთისმეტყველებაში.

პირველყოფილი ცოდვის დაღი სამყაროზე

უფალმა მთელი ჩვენი მატერიალური სამყარო დასრულებული და სრულყოფილი სახით შექმნა, რომელიც რაიმე შემდგომ გაუკეთესებას ან, სხვა სიტყვებით რომ ითქვას, შემდგომ ევოლუციას არ საჭიროებდა. ადამიანების პირველყოფილმა ცოდვამ არა მარტო მათი ბედი, არამედ მთელი სამყაროს აგებულებაც შეცვალა. ქვეყნად სიკვდილი შემოვიდა და ამან ზეგავლენა იქონია ბუნების ფუნდამენტურ კანონებზე, ადამიანის ცოდვამ თავისებური დაღი დაასვა სამყაროს. თერმოდინამიკის მეორე საფუძველი შეიძლება ამ დაღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად ჩაითვალოს. თერმოდინამიკის აღნიშნული კანონი კი იუწყება, რომ სისტემაში მიმდინარე ყველანაირი პროცესი, შეწყვეტისა და ჩაქრობისათვის არის განწირული, თუ ეს სისტემა მუდმივი ენერგიის ნაკადით არ იკვებება. ადრე თუ გვიან სამყაროს „სითბური სიკვდილი“ ელოდება, იგი საბოლოოდ სითბურ წონასწორობამდე უნდა მივიდეს და აბსოლუტურ ნულამდე გაცივდეს, ხოლო სამყაროში ამჟამად არსებული მკაცრი წესრიგი და რთული ორგანიზებულობა, წინასწარ უცნობ მომავალში, ქაოსში და პრიმიტივიზმში უნდა გადავიდეს.

სამყაროს დასასრული იმავდროულად ჟამის დასასრულიცაა. ე.ი. დროის, სივრცის, მოძრაობის და ენერგიის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც სამყაროს წონასწორობას ინარჩუნებს, შეიცვლება, ყველაფერი შეირყევა და უკან დაბრუნდება…

წუთისოფელი ისევ „არარასკენ“ მიექანება.

საყოველთაო დეგრადაციის შესახებ ბიბლიაც ლაპარაკობს, მხოლოდ სხვა ენაზე. პირველი ადამიანების ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ, დაიწყევლა მიწაც: „წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო… ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ“ (შესაქმე 3,16-19). „რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომ. 8, 21-22).

სამყაროს ანთროპოცენტრულობა

სამყაროს ჰარმონია და საოცარი მოხდენილობა შემოქმედის მიერ მის საფუძველში ჩადებული მკაცრი ფიზიკური კანონებით არის განპირობებული. სამყაროს ასეთი აგებულების შემთხვევითი წარმოშობის დაშვება წარმოუდგენელია. შემთხვევით წარმოშობილ სამყაროში უფრო სწორი იქნებოდა, რომ ქაოსი ყოფილიყო გამეფებული და არა მოწესრიგებულობა, რთული ორგანიზებულობა და ისეთი მტკიცე სტრუქტურები, როგორებიც ატომები, ვარსკვლავები და ცოცხალი ორგანიზმებია.

წარმოუდგენლად ზუსტ გაანგარიშებებზე აგებული სამყაროს ჰარმონია, ჭეშმარიტად შემოქმედის გონივრულად წარმმართველ „ხელზე“ მეტყველებს.

დღეს უკვე მკაფიოდ ჩანს სამყაროს მოწყობის ღვთაებრივი გეგმა, რამდენადაც ცოდნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე მეცნიერება უკვე პასუხობს არა მარტო იმ კითხვაზე თუ „როგორ“ არის მოწყობილი გარემომცველი სამყარო, არამედ არაორაზროვნად მიუთითებს მისი წარმოშობის მიზეზზეც.

სამყაროს აგებულების ადამიანური პრინციპი

სამყაროს სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შესრულდა გარკვეული პირობები მასში სიცოცხლის ჩასახვისათვის. მართალია ეს პირობები აუცილებელია სიცოცხლისათვის, მაგრამ არა საკმარისი, რამდენადაც თავად სიცოცხლის წარმოშობა გონივრულად მიმართული მოქმედების აშკარა ნიშნებს შეიცავს, პირობები კი მხოლოდ პირობებია და მას გონიერება არ გააჩნია.

სამყაროს არსებობას ადამიანის ამქვეყნად არსებობა აძლევს აზრს. მხოლოდ სამეცნიერო მონაცემებს რომ დავეყრდნოთ, შეიძლება იმის მტკიცება, რომ სამყარო და ყველაფერი რაც მასშია, უკიდეგანო ზომების ჩათვლით, მის გაჩენას მხოლოდ ადამიანის არსებობას უნდა უმადლოდეს.

რაც უფრო უახლოვდება მეცნიერება სამყაროს პირველმიზეზს, მით უფრო ცხადად იხსნება ძველი ბიბლიური ჭეშმარიტება, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი (იოანე 1,1) და რომ „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ (იოანე 1,3).

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებისმეტყველება მხოლოდ ქმნილი სამყაროს მოწყობაზე მეტყველებს და არა იმაზე, ვისი ნებითაც იგი შეიქმნა, მიზეზობრივი აუცილებლობის კანონს იგი მაინც სამყაროს პირველმიზეზამდე მიჰყავს.

ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ


დიდება უფალს

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s