. ბნელ ძალთა კრება


ციტატა:

”შეიმოსეთ სრული საჭურველი ღმრთისა, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს”

წმ. თეოფანე დაყუდებული გვაუწყებს ”ჯოჯოხეთის ჯურღმულებში ვითარცა თვყრილობაზე იკრიბებიან ადამიანები. ისინი ერთმანეთში ბჭობენ იმის შესახებ, თუ როგორ დაღუპონ ესა თუ ის ადამიანი, განსაკუთრებულ დახმარებას უწევენ ერთმანეთს, რათა ჯოჯოხეთურ მანქანებში ჩაითრიონ მოღვაწენი”.

ამიტომ ამბობენ წმ. მამები, რომ ჩვენ უხილავი მახეებით ვართ გარემოცულნი. წმ. ანტონი დიდმა ერთ-ერთ თვის ხილვაში ბადის მსგავსი მახე იხილა, რომელიც გადაფენილი იყო დედამიწაზე, და თვალცრემიანმა იკითხა: ”უფალო! ვინ ასცდება მახესა ამას?” და მიიღო მან პასუხი: ”მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბალი – მორჩილი. მხოლოდ მას ვერ შეეხება ეშმაკის მახე”.

ღამის პირველი საათი იყო. ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი. უცებ მომეჩვენა, რომ რაღაც ძალამ თავდაუზოგავათ გამაქანა ქვემოთ, მიწის სიღრმისაკენ… მომეჩვენა კიარა, ვიცი, ნამდვილად მოხდა. ვიცი, არც გონება დამიკარგავს და არც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია ყოველივე, – რაც მინდა გიამბოთ:

ჰოდა გავექანე მიწის სიღრმისკენ. ეს იყო შავი წყვდიადი, უფრო შავი, ვიდრე უბნელესი შავი ღამე. მხოლოდ მის ფსკერზე მოსჩანდა ცეცხლი, რომლის ალი მაღლა ამოდიოდა. კიდევ იყო ურიცხვი ნაპერწკლები, რომლებიც გველის ენებივით დასრიალებდნენ წყვდიადში. თანდათან გამიკვეთა დამახინჯებული, უფსკრულივით ბნელი სახეები, რომელთაც თვალებად სწორედ ეს ნაპერწკლები ჰქონდათ. უფსკრულიდან მოისმოდა საშინელი ხმები, რომლისგანაც კაცს გული უსკდებოდა და გაეყინებოდა. მესმოდა უწმაწური სიტყვები და ჩემდა გასაკვირად ყველას აზრებსა და ფიქრებს ვკითხულობდი, რაღაც ძალა მიხსნიდა მათ საიდუმლოს. აშკარად ვგრძნობდი ვიღაცას ჩემს გვერდით.
მესმოდა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა ამ საშინელი უფსკულის მეუფე. ”- რა ხანია ღირსება აყრილი ვარ, – ფიქრობდა იგი, ლუციფერი, – მაგრამ ჩემს ხელშია უდიდესი ძალა – შთაგონება. სწორედ ამ ძალით დავამსხვრვ ჯაჭვსა და ბორკილებს, გადავაბიჯებ სამყაროს ზღურბლს და ჩემი ლეგიონითა და ბნელი ძალებით აღმოვჩნდები ადამიანებთან, მაშინ შევებრძოლები იმ უმანკო კრავს, რომლის დიდების სხივებია – უმანკოება, მორჩილება, მოთმინება, პატიოსნება და სიწმინდე. ეს სხივები მწვავენ მე აუტანელი ცეცხლით და სულ უფრო აახლოებენ ჩემს განაჩენს, – წყვდიადში ჩაგდებას, საიდანაც უკვე ვეღარასოდეს ამოვალ”.
ასე ფიქრობდა ლუციფერი და ძრწოდა ამ საბოლოო განაჩენის წინაშე. იგი იხსენებდა თვის ადრინდელ სამყოფელს, ცის სასუფეველს, იქ გამეფებულ მუდმივ სიხარულსა და სილამაზეს, ცის მსახურთა დიდებას, შემოქმედისადმი მათ ერთგულებას და ღაღადებას საყოველთაო მშვიდობაზე.
იხსენებდა ღვთაებრივი კრავის მიწაზე მოვლინებას, რომლის უმანკოების წინაშე თავი მოიდრიკა კაცობრიობამ, რომელმაც დათრგუნა ყველანაირი სიცრუე და ეჭვი და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა სიკვდილი დათრგუნვით, როცა წავიდა ჯოჯო ხეთში და ნათელი მოჰფინა იქ მყოფ ძალებს. ”- ყველაფერი დამთავრდა, – ფიქრობდა იგი, – სამყარომ იწამა მისი და ამით მოხდა მორწმუნე კაცობრიობის გადარჩენა. ამ დღიდან გადარჩება ადამიანთა ის თაობა, რომელიც ირწმუნებს და რომელიც იარსებებს მუდამ”.
ამ მოგონებებმა ისე შეაძრწუნა ლუციფერი, რომ აწრიალდა და ჯაჭვი, რომელიც დაწნილი იყო წყვდიადის, ღალატის, სიამაყის, ამბიციების და სიცრუის რგოლებისგან, უფრო შემოეჭირა, ყოველი მხრიდან მიაჯაჭვა, უფრო მეტად დაუბნელდა გონება, რისხვითა და შურით აავსო და ლუციფერი უიმედო სასოწარკვეთამ შეიპყრო.
”- ნუთუ უნდა დავმორჩილდე და დავიფერფლო ამ უსაზღვრო ნათელის, სიყვარულისა და გულმოწყალების წინაშე, იმის წინაშე, ვინც ჰქადაგებს უკვდავებას, ნეტარებისა და ბედნიერებას? დავმორჩილდე?! თაყვანი ვსცე?! და ეს იმის შემდეგ, რაც მასთან ბრძოლას ასუკუნეები შევალიე?! მე ხომ მასთნ ბრძოლის ჩემებური ტაქტიკაც კი ჩამოვაყალიბე!” – ამის გახსენებაზე სიამაყით აივსო ლუციფერი, მაგრამ მაინც მტკივნეულად განიცდიდა თავის უძლურებას, სულ უფრო და უფრო იღუშებოდა გველის გორგალივით ეკვროდა შავი ფიქრები. მერე ეს ფიქრი გაიჭიმა, შემდეგ უფრო მძლავრად იფეთქა და ისევ გაუელვა თავში ლუციფერს ემოქმედნა ადამიანებზე შთგონებების ძალით.
”- ჰო, უნდა განვავითარო შეტევა მარჯვენა ხრიდან. ეს იქნება ბრძოლა რწმენასთან, ამ ბრძოლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ადამიანთა სულების გადარჩენა თუ დაღუპვა”.
რაღაც შვება იგრძნო ამ გადაწყვეტილებით და ამოისუნთქა. ეს იყო ვულკანური ამოფრქვევა, ქუხილი, გაისმა საშინელი ხმა მიწისქვეშიდან, რისგანაც შეირყა მიწის ზედაპირი.
ლუციფერმა თვისთან იხმო ლეგიონი, ყველა მოკავირე, წყვდიადის ყველა ბინადარი, ისინი ყველა ერთად გამოცხადდნენ მის წინაშე და თავდახრილნი ისმენდნენ მის ბრძანებებს:
– ეი თქვენ! ყვიროდა ლუციფერი, – ჯვრის ძალით განიარაღებულნო! ცოდვების, უდაბნოების, ჭაობების ბინადარნო, ნუთუ არ გაწუხებთ თქვენი დიდება მარტო ბებიების და გადიების ზღაპრებს რომ შემორჩათ?! დროა ამოქმედდეთ! ისმინეთ ჩემი და აღასრულეთ.
– დღეიდან გაძლევთ ახალ ძალაუფლებას – ურჩხულის ძალას. ჯვარმა და რწმენამ ჯვარცმულისადმი დაიპყრო სამყარო და გამეფდა მასზე, ადამიანები მოუახლოვდნენ რვთის სასუფეველს, რომ ეზიარონ ნეტარებას. ეს კი ჩვენ გვემუქრება საუკუნო ტანჯვით.
ადამიანებმა უკვ ეიციან რაში მდგომარეობს მათი ბედნიერება და ვნებათა სიტკბოებით მათ უკვე ვერ მოხიბლავთ, ახლა საჭიროა გამოიყენოთ ახალი საშუალებანი. მათი სხეული ჯერჯერობით უნდა მოვასვენოთ. სამაგიეროდ ვიმოქმედოთ მათ ფსიქიკაზე, მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. დაუყოვნებლივ უნდა განვავითაროთ შეტევა მარჯვენა მხრიდან. უნდა გავანადგუროთ მათი რწმენა და ეს იქნება ყველაზე საუკეთესო დასაყრდენი ჩვენთვის. როცა რწმენა მოისპობა, ჩვენი გამარჯვებაც აშკარა გახდება… ამისთვის აუცილებელია ისე შევაღწიოთ მათ შეგნებაში, რომ ვერ იგრძნონ ჩვენი არსებობა და იქიდან ვიმოქმედოთ განუწყვეტლივ, ისე, რომ ადამიანებს ეგონოთ, რო თვითონვე არიან ამ აზრების ბატონ-პატრონნი. გაიგეთ როგორი ტაქტიკა გვჭირდება? როცა მტერი არა სჩანს და არ იცი მისი ადგილსამყოფელი მის დდამარცხებასაც ვერ შესძლებ! გაძლევთ ურჩხულის ძალას – ეს არის შთაგონების ძალა. მაშ იმოქმედეთ! შთააგონეთ! მხოლოდ ამით მივაღწევთ ადამიანთა გადმობირებას თავის ნებით ჩვენს მხარეზე. ასე ჩავითრევთ მათ და ალყაშიც მოვაქცევთ. თუ ჩვენს შთაგონებას ადამიანები მიიღებენ თვიანთ აზრებად,თავიანთი გონების მონაპოვრად, უყოყმანოდ გამოგვყვებიან, ააგებენ ამ აზრებზე ვითოცა თვიანთ თეორიებს, შექმნიან სკოლებს, მეცნიერებას. თქვენ კი ვალდებულნი ხართ ფრთხილად იყოთ და შეეცადოთ უფრო მეტი გააბათ ბადეში. შეეცადეთ ბადე ნაადრევად არ მოსწიოთ. ხოლო როცა მასში კაცორიობის დიდი ნაწილი გაებმება ვეღარ გაიგებენ რაშია ჭეშმარიტება, ვერც თვის გადარჩენაზე იზრუნებენ, რადგან ნათელი ბნელად მოეჩვენებათ, მარჯვენა – მარცხენად, მონობასა და ტყვეობას ჩათვლიან თვისუფლებად. და ე სმოხდება მათივე ნებით. მაშინ კი ერთი ხელის მოსმით გავანადგურებთ ყოველივე ცოცხალს დედამიწაზე. ამ საქმეში თვითონ ადამიანებიც ამოგვიდგებია მხარში და თვითონაც შეეცდებიან ყველაფრის განადგურებას.
– ვაშა! – შესძახეს შეშლილი ხარხარით და ღრიალით წყვდიადის ბინადრებმა. მათი ხმა ფოლადივით აჟღერდა, მოწამლა და შეარყია სული, აღავსო იგი უსაზღვრო ტანჯვით.
და ლუციფერმა ასეთ გეგმა დაუსახა ლეგიონს:
– უპირველეს ყოვლისა შთააგონეთ ეკლესიის მსახურებს პატივმოყვარეობა. აცდუნეთ ისინი აქვეყნიური სიამეებით. დაუმალეთ მათ ჯვარცმულის წმინდა ქადაგებანი, გახრწენით ისინი თანდათან, ამის შემდეგ ისინი დაიწყებენ ადამიანთა განკითხვას, ტანჯვას, დამორჩილებას. მაშინ ჩათავლეთ, რომ თქვენი საქმე გაკეთებულია, რადგან თუ ადამიანები დაიანხავენ, რომ ეკლესიის მსახურნი უსამართლოდ იქცევიან, ეს ისეთი დიდი ცდუნება იქნება მათთვის, რომ ცოტანი თუ გაუძლებენ ასეთ დარტყმას. ეს საქმე გევალება შენ, მხოლოდ! ხოლო შენ, ურჩხულის ლეგიონო წადი და ჩაუსაფრდი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, მათ ვინც გატაცებულნი არიან მეცნიერებით, ვინც ცდილობს ჩასწვდეს ბუნების საიდუმლოებებს, რათა მის სიღმეში არ ამოიცნონ შემოქმედის საქმენი დ არ ადიდონ იგი. მათი დანიშნულება ნატელი და დიდია. თუ ისინი ამ საიდუმლოს ამოიცნობენ და მთელ ხალხს დაანახებენ, მაშინ ადამიანთა ცხოვრება გადაიქცევა ღმრთის დაუსრულებელ ქების ღარადებად. ადამიანები მიიღებენ, ეზიარებიან უკვდავებას და მუდმივ ნეტარებას, მაშინ გაეხსნებათ უკვდავების ყველა გზა, რწმენა იქნება მათთვის ერთადერტი საყრდენი და მიწაც იქცევა აღდგომის საუფლოდ. მაშინ კი ჩვენ მთლიანად განვიარაღდებით და ჩვენი დასასრულიც დადგბა.
იჩქარე ურჩხულის ლეგიონო, იჩქარე ამ ადამიანებისკენ და შთააგონე მათ, რომ ბუნებაში არ არის რა ამოუხსნელი და საიდუმლო, რადგან ყველაფრის შემქმნელი და დამფუძნებელნი თვითვე არიან, შთააგონეთ ეს სიტყვა ევოლუცია. ამ სიტყვას ისინი აიტაცებენ, რადგან ადამიანები ვნებით არიან შეპყრობილნი მეცნიერებისადმიც და სჯერათ სქოლასტიკისა, უსაგნო მსჯელობისა. შთააგონეთ მათ, რომ არსებობს მხოლოდ მატერია და რომ ცხოველსმყოფელი სულები მხოლოდ გამოგონილი და არარსებულია. ამ შთაგონების შედეგად ადამიანები უარყოფენ ღმერთს და ადამიანის სულები გააღმერთებენ საგენბს და აღივსებიან სიამაყით. თვითვე აღსდგებიან უკვდავებისა და რწმენის წინააღმდეგ, ხოლო ამას რომ დაემატება ეკლესიის მსახურთა გახრწნილებაც, საბოლოოდ დაკარგავენ რწმენას და ჩვენი მოკავშირეები გახდებიან, აღიარებენ მხოლოდ ჩვენგან შეთავაზებუ თავისუფლებას. და მაშინ ჩვენი პოზიციები მათთვის სრულიად უხილავი და დაფარული იქნება, რადგან სულების უარყოფით ისინი ჩვენს არსებობასაც უარყოფენ, ჩვენ შთაგონებებს კი თავიანთი გონების მონაპოვრად ჩათვლიან. ისინი სასაცილოდ აიგდებენ მას, ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ჩვენ ვარსებობთ.
ამას რომ მივაღწევთ, უფრო გაბედულ მოქმედებაზე უდნა გადახვიდეთ. იმოქმედეთ რაც შეიძლება სწრაფად, რომ ადამიანები გაათავისუფლოთ ასერთო სინდისის ხმისაგან, რომელიც მათ მოუწოდებს ზნეობრივი ცხოვრებისაკენ. სწორედ ადამიანის სულის ეს მუდმივი გამოძახილია ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და მისი მოსპობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ვერაფეს ვერ შევძლებთ. ასე რომ კარგად დამიგდე ყური ურჩხულო! რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილებით დატვირთეთ ასეთ ადამიანთა გონება, მიაწოდეთ მათ სიახლეები და გამოგონებანი, აღმოჩენები, გამოიყენეთ იმისათვის მეტი და მეტი ინფორმაცია (იგულისხმება ტელევიზორი, ტელეფონი). მიეცით მათ სწრაფი გადაადგილების საშუალებანი (ავტომანქანა), მიეცით საშუალება, დაინახონ ერთმანეთი დიდი მანძილზე, მოუსმიონ ერთმანეთს უშორესი მანძილებიდან და გაუზიარონ აზრები. ამით ისინი დაიჯერებენ, რომ ყოვლისშემძლენი არიან, რომ ყველაფერი მათ ხელშია და რომ სწორად ადამიანთა გონებას ემორჩილება ბუნებაში ყველაფერი. მერე მიაწოდეთ მექანიზაციის საშუალებანი, ისე, რომ თვითონვე დაჰგმონ ხელით შრომა. აავსეთ ისინი სიამაყოთ, რომ ყველაფრის ბატონ-პატრონად იგრძნონ თავი და ცხვირაზეკილებმა იარონ. როცა ისინი ამ შეგნებით განიმსჭვალებიან თვითონვე უარყოფენ ღმერთს და ეს იქნება გაგრძელება იმ პირველი ცდუნებისა, რომელიც წამოვიდა გველისაგან ჯერ კიდევ ადამიანთა სამოთხეში ყოფნის დროს. მაშინ ევას შთაგონებული ფიქრი: რომ ცნობადი ხის ნაყოფის ჭამიშ შემდეგ ადამიანები დაემსგავსებიან ღმერთს, უფრო სწორად გახდებიან ღმერტებივით, რადგან ეცოდინებათ ყველაფერი, კიდევ უფრო დაიხვეწა და ყველა ერთად აღსდგება ღვთის წინააღმდეგ. და დასცინებენ ადამიანის მორჩილებას ღვთისადმი, სიკეთეს, უმანკოებას, ჩათვლიან ყოველივე ამას ადამიანის სისუსტედ, სიმხდალედ და მონობად. ასე შეიცვლება ჭეშმარიტიცნებანი თავისუფლება გახდება მოჩვენებითი და სტიქიური, ადამიანებს შეიპყროსბს ამქვეყნიური ვნებანი და წუთიერი სიამენი! ნუ დაუშვებთ, რომ ადამიანებმა გაიხსენონ ღმერთი და უფლის სიყვარული, სწრაფვა ნათლისაკენ, მცნებები. მაშინ ღვთიური და წმიდა აზრები არ დააკმაყოფილებს ხალხს და მათი სინდისის ხმაც მთლიანად ჩაქრება. ადამიანები გაექცევიან ამ ხამს, თავს დატვირთავენ, რაც შეიძლება მეტად, რომ არ ჩაიხედონ სულში. ასე დაუპირისპირდება ბავშვურ გულუბრყვილობას ჩვენი შთაგონებებით სიამაყე და პატივმოყვარეობა. შემდეგ კი უკვე შეგვეძლება ადამიანთა გონება წარვმართოთ ამაქვეყნიურ სიამეთა ტკბობისაკენ. უკვე შეგვეძლება შთავაგონოთ მათ, რომ ადამიანები თავისუფალი არსებანი არიან, რომ მათთვის დასაშვებია ყველაფერი, რაც თავში აზრად მოუვათ (ხომ გავრცელდა ერთი გამოჩენილი პიროვნების გამონათქვამი ლოზუნგად: მე ადამიანი ვარ და ყველაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არისო. ეს არის დემოკრატიის ქადაგება). ისმინეთ ურჩხულნო და მამონებო! როცა ადამიანთა ცხოვრებაში გაბატონდება ტექნიკა და ხელები განთავისუფლდებიან შრომისაგან, გაიზრდება ადამიანთა მოთხოვნილება იცხოვრონ რაც შეიძლება უზრუნველად, რათა ბოლომდე გამოსცალონ ცხოვრების სიამეთა ფიალა, მიაღწიონ ყველანაირ სურვილთა დაკმაყოფილებას, კმაყოფილების აგონიას, და მაშინ მთლიანად მოისპობა რწმენა. ისინი დასცინებენ ყველაფერს წმინდას და დაგვემგვანებიან ჩვენ, იხარხარბენ მორწმუნეებზე ისევე, როგორც ახლა ჩვენ ჯოჯოხეთის თავისუფალი პირმშონი ვხარხარებთ მათზე.
მაშინ კი გაიხარეთ ადამიანთა სიგიჟით. ისინი დაივიწყებენ ხსნის გზას, შრომას, რწმენას, იმედს, იმათ, რაც მათ აძლევდა საშუალებას ეცხოვრათ მშვიდად.
თუმცა ადამიანებში ჩვენ ყოველთვის გვყავს მოკავშირენი მდიდართა სახით. ისინიც ხომ დასცინიან მორჩილებას, იყენებენ მათ თავიანთი კაპიტალის მოსახვეჭად, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი აგდებენ მათ საპყობილეებსა და დილეგებში, აიძულებენმათ იშრომონ ათთვის, მდიდართათვის, რაღა ფუფუნება და უზრუნველი ცხოვრება ქონდეთ. არც მათში არსებობს რწმენა, იმედი, თანაგრძნობა და ამით მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს წინაშე.
ტექნიკის განვითარება და მანქანური წარმოება დანერგავს ადამიანთა შორის სიძულვილს, გაზრდის უმუშევარტა რიცხვს, რომელთა ბოღმა ვულკანივით ამოხეთქვს და აზვავდება, შთააგონე მათ ურჩხულო და გველეშაპო ჩვენებური თავისუფლება, როცა ყველაფერი დაუშვებელი დასაშვებია, როცა ყველაფერი ასაკრძალავი აუკრძალავია, რადგან ამ დროს ისინი მართლა თავისუფლად იგრძნობენ თავს, რადგან ადამიანთა გონება ვერ ჩასწვდება იმას, რომ თუ იკრძალება აკრძალვა, მაშასადამე ეს არ ნიშნავს სულ თავისუფლებას, არამედ ჩვენზე დაქვემდებარებას. როცა ადამიანები იგრძნობენ ამ თავისუფლებას, აღარ გაგვიჭირდება ქრისტიანული იდეების, რწმენის, იმედის, სიყვარულის, კრავის ეკლესიის ნაცვლად მათ შეეთვისონ ერთმანეთის მტრობა, სიძულვილი, პატივმოყვარული აზრები, ამაში დაგვეხამრება ეკლესიის ის მსახურნი, რომელთა გადმოირებაც ჩვენ შევძელით მათი პატივმოყვარული აზრების შთაგონებით, რადგან ისინი შეეცდებიან, ყველას დაუმტკიცონ, რომ მხოლოდ ის პოზიციაა ერთადერთი და სწორი, რომელზეც თვითონ დგანან და შეიძულებენ იმათ, ვინც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, მაგრამ,
განაგრძო ლუციფერმა, – წინ კიდევ უფრო რთული ბრძოლები გველის. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც დედობრივი გრძობა ჰქვია. ქალი, ქალწული, დედა – აი კაცობრიობის აღორძინების მიუვალი სიმაგრე. სწორედ აქ უნდა შევეცადოთ გავუწიოთ ადამიანებს დიდი მეთავლყურეობა. ეშმაკურად და სიცბიერით უნდა წარვმართოთ აქეთკენ ჩვენი მუდმივი დარტყმები. ჩვენ უნდა შევეცადოთ ამ სიმაგრის დალაშქვრას, რადგან სხვაგვარად ჩვენი ამხელა შრომა ფუწად ჩაივლის. თქვენ ვერ მოასწრებთ თქვენებურად აღზარდოთ ერთი თაობა, რომ წამოიზრდება მეორე და მათთან თვიდან მოგიხდებათ საქმის დაწყება. ჩვენ უნდა შევსძლოთ ქალის მთლიანად დაპყრობა. შთავაგონოთ მათ ქორწინების უაზროობა, ვაფიქრებინოთ, რომ ეს მასში ჰკლავს პიროვნებას, თავისუფლებას და აბამს მძიმე უღელში. შთააგონეთ მათ, რომ სულაც არის შვილების გაჩენა საჭირო. ამაში ჩვენიმედიცინაც ამოგვიდგება გვერდში თავისი პოპულარული ლიტერატურით მშობიარობის ტავიდან აცილების შეასხებ. აქ მხოლოდ აბორტი როდი იგულისხმება, არამედ კონტრაცეპტიის ყოველგვარი სახე, რაც აბორტზე ნაკლებადი ცოდვა არ არის და შეიძლება, უარესიც კი აღმოჩნდეს.

– მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ. ამ საქმეში ჩვენ მოკავშირეები გვყავს მამაკაცების სახით. შთააგონეთ მათ ჩვენთან კავშირი ფრთხილად და მთელი სიბრძნით.
შთააგონეთ გოგონებს, რომ მათი ქალწულებრივი სიმორცხვე და კდემამოსილება, თავშეკავებანი – ყველაფერი ე სუაზროაა და ძღუდავს მათ თავისუფლებას, ხოლო როცა ისინიც დარწმუნდებიან იმაში, თუ რა უაზრობაა ეს აბლონური ქორწინებანი და ყველაფერს სჯობია სექსის თავისუფლება,მაშინ მოკავშირეებად მოიხმეთ მამაკაცები. შემდეგ შთააგონეთ ქალებს მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობა, რომ მათ არაფრით ჩამოუვარდებიან მათ, იმოქმედეთ მათ პატივმოყვარეობაზე, შთააგონეთემანსიპაციის აუცილებლობა, შთააგონეთ მათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე მოქალაქეობრივ საქმიანობაშიც თანასწორუფლებიანობის მოთხოვნა.
ქალები განსაკუთრებით რეაგირებენ შთაგონებებზე. პირველად მათ უნდა შეაგნებინოთ, რომ ქალურობა და დედობრივი მოთხოვნილება, ნაზი სიყვარული ეს აბსურდულ იცნებებია, ადამიანებისაგან გამოგონილი – მათი თავისუფლების შესაძრუდავად. შემდეგ იერიში მიტანეთ მათ რელიგიურ გრძნობებზე. აღმოფხვრა არც ისე ადვილია, რადგან იგი ღრმადაა ჩაჭედილი მათ მგრძნობიარე გულში. ამას რომ გააკეთებთ, მოვკლავთ მათში რწმენას.

არსებობს კიდევ ერთი დიდი წინააღმდეგობა, ეს არის კრავის ერთგული ადამიანები, ეკლესიის ისმ სახურნი, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს, ამყარებენ კავშირს სწავლულ ადამიანებთან, რომელთაც მათთან ურთიერთობაში სულ უფრი უმტკიცდებათ რწმენა. ეკლესიის მსახურნი მათ აწვდიან სულიერ ცოდნას და ინფორამციას.

დიდება უფალს

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s